17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ავსტრიაში საყოველთაო ლოკდაუნი წესდება და ვაქცინაცია სავალდებულო ხდება  

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება. ავსტრიაში ორშაბათიდან საყოველთაო ლოკდაუნი წესდება და თებერვლიდან კი ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.

"დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკური კონსენუსი იყო იმაზე, რომ ჩვენ არ გვსურდა ვაქცინაცია სავალდებულო გაგვეხადა. მაგრამ ჩვენ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ. ჩვენ ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვაქცინაცია სავალდებულო გავხადეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვლიდან შევა. ეს არის ერთადერთი გზაა ვირუსის ტალღებს თავი დავაღწიოთ. ორშაბათიდან კი ქვეყანაში სრული ლოქდაუნი ამოქმედდება,"- განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა

საბერძნეთში არავაქცინირებული ადამიანებისთვის, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში აუცრელ ადამიანებს აღარ შეუშვებენ კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტდარბაზებში.

რთული ვითარებაა ბულგარეთშიც. ქვეყანას ევროკომისია მოუწოდებს, დაუყონებლივ გააფართოოს ვაქცინაცია, რათა თავიდან იყოს აცილებული ვირუსის გავრცელება. ევროპის წამლის სააგენტომ კი "მერკის" ანტივირუსული მედიკამენტის იმ პაციენტებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა, რომლებსაც ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აქვთ.

 

დღის ამბები