სტეფანწმინდაში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ახლადარჩეულ მერთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მხარის პირველმა პირებმა, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი მოინახულეს, სადაც მოქალაქეთა ვაქცინაცია მიმდინარეობს.