სოციალურ ქსელში, თბილისში, საბურთალოზე, იოსებიძის #71-ში მდებარე 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფოტოები ვრცელდება. ფოტოებზე ასახულია შენობა ავარიულია, რასაც კედლებზე გაჩენილი ბზარები და ნაპრალებიც მოწმობს. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
პოსტის ავტორი წერს, რომ შენობის მზიდი კედლები დაზიანებულია და მოსახლეობას ყოველდღიური შიშის ქვეშ უწევს იქ ცხოვრება.
"ეს არის იოსებიძის 71, არის ავარიული, მაცხოვრებლები ყოველდღიურ შიში არიან. ბათუმი რომ განმეორდება მერე გვიან იქნება. მზიდი კედლებიც კი კატასტროფულ დღეშია ………SOS! თბილისის მერია მიაქციეთ ყურადღება,"- წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.