სიცოცხლის შენარჩუნება, ყოველდღიურად უფრო ძნელი ხდება. სიკვდილის დამარცხების გზა კი, ფატალურად უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის მთავრდება. კლინიკებში ამატებენ რეანიმაციულ განყოფილებებს, პაციენტები კი, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში ერთმანეთს ანაცვლებენ.
ვირუსთან გამკლავება უჭირთ მხოლოდ მათ, ვინც იმუნიზაციაზე უარს ამბობს. ასეთი პირებისთვის კი, შეზღუდვების დაწესება უკვე გადაწყვეტილია. აცრის მოწინააღმდეგეებისთვის ყველა დაწესებულების კარი დაიხურება. მწვანე პასპორტი ქვეყანაში 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ინფიცირებულთა სტატისტიკაში მოხვედრილი ბავშვების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 100 მცირეწლოვანსა და მოზარდს მკურნალობენ. აქედან განსაკუთრებით მძიმედ 1 თვის ჩვილია.
სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც აცრით უნდა გამოიხატებოდეს - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს. ქვეყანაში შესაძლოა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა გახდეს საჭირო, ამის თავიდან აცილება კი, შესაძლებელი იქნება მაშინ თუ, ადამიანები საკუთართან ერთად, სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაიწყებენ - ეს კი ახლა ყველაზე მეტად, იმუნიზაციით არის შესაძლებელი.