ავიცრათ ერთმანეთისთვის - ასე ჰქვია კამპანიას, რომლითაც ჯანდაცვის უწყება ვაქცინაციის წახალისებას ცდილობს. კამპანიისთვის დღეს ორი ლოკაცია შეარჩიეს - ეს იყო სამტრედია და ახალქალაქი.
ამცრელ პუნქტებში ვაქცინაცია რეგისტრაციის მარტივი წესებით არის შესაძლებელი. მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ ექიმები და ეპიდემიოლოგები, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირები.
იმისათვის, რომ პროცესი ნაკლებად სტრესული და მიმზიდველი იყოს, იმართება კულტურული და გასართობი ღონისძიებები.