ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, უკანონო ქმედების შედეგად სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზარალი ნახა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებული - 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი პასუხისმგებელია ჯამში სამ მილიონზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი დოკუმენტების შედგენაში.