ზუგდიდის ახალი მერი, მამუკა წოწერია გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ თანამშრომლებს წარუდგინა.
წოწერია საქმიანობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.