16 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში არჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას დღეს ოფიციალურად შეუდგნენ

საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში არჩეული მერები დღეს ოფიციალურად შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას.

პირველი სამუშაო დღე ბათუმის ყოფილი მერობის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრით დაიწყო ქალაქის ახალმა მერმა. არჩილ ჩიქოვანმა მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
მან ბათუმელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მომდევნო 4 წელი იქნება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი.

მისი თქმით, უფრო აქტიური გახდება მერია მოქალაქეებთან კომუნიკაციის ნაწილში, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ის აპირებს ითანამშრომლოს საკრებულოს ოპოზიციასთანაც და იგივეს მოუწოდებს ოპონენტებსაც.

დღის ამბები