მასწავლებლების ვაქცინაციის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის საინფორმაციო კამპანია გრძელდება.
100-ზე მეტმა მასწავლებელმა ბორჯომის და ბაკურიანის, ასევე მიმდებარე სოფლების სკოლებიდან მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.
2021 წლის მაისის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მასწავლებლებთან ათეულობით შეხვედრა ჩაატარა და შედეგად 1200-ზე მეტი ადამიანი აიცრა.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ღასან ხალილის თქმით, არავინ იქნება უსაფრთხოდ იმ დრომდე, სანამ ყველა არ იქნება აცრილი.
"unicef-ის გუნდი დაავადების ეროვნულ ცენტრთან და მედიცინის ცნობილ ექსპერტებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს, რათა წავახალისოთ ვაქცინაციის პროცესი. არავინ იქნება უსაფრთხოდ იმ დრომდე, სანამ ყველა არ იქნება აცრილი. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მასწავლებლებს, რადგან მასწავლებლების აცრა ნიშნავს უკეთეს დაცვას სკოლებში და სწავლის გაგრძელებას უშუალოდ საკლასო ოთახებში. ამით კი დაცული იქნება ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობაც,"- ამბობს ღასან ხალილი.