30 აგვისტო 2026,   07:26
ვრცლად
"წლის საუკეთესო" - კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია დააფუძნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია "წლის საუკეთესო" დააფუძნა. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, რომლის ინიციატივაც იყო მოცემული პრემიის დაფუძნება.

წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო პიესა - ეს იმ კონკურსების ჩამონათვალია, რომლებიც სამინისტრომ გამოაცხადა. განცხადების მიღების ბოლო ვადა 3 დეკემბერია. კონკურსებში გამარჯვებულს 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

დღის ამბები