20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
კოვიდაქტიური 47 000 პაციენტი არ არის ცოტა, ეპიდსიტუაცია მაღალ ნიშნულზეა - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ეპიდვითარება უარესდება პროგნოზები კი გაცილებით საგანგაშოა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ისევ იმუნიზაციას მოითხოვს, წინააღმდეგ შეთხვევაში უმართავ პროცესებს პროგნოზირებს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ეპიდვითარების სტაბილიზირება ხდება, თუმცა ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა მაინც მაღალ ნიშნულზე.

"ხდება გარკვეული სტაბილიზირება, ანუ არ მძიმდება უფრო სიტუაცია, მაგრამ მაღალ ნიშნულზეა. 47 000 აქტიური პაციენტია ქვეყანაში, ეს არ არის ცოტა.

ჩვენ შარშან ამ დროს ნოემბრის და დეკემბრის პიკზე გვქონდა 33-34. ერთადერთი პოზიტივი არის, რომ პირველადმა აცრებმა მოიმატა, ანუ 6 000-ზე მეტი იყო პირველადი და რაც მთავარია მოიმატა. ეს წახალისება რაც გამოცხადდა, მონეტარული წახალისება 60 წელს უფრო ზემოთ მოსახლეობისთვის გარკვეულად მუშაობს. დაახლოებით 4-5-ჯერ არის გაზრდილი ამ ასაკობრივი მოსახლეობის მიმართვიანობა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.

დღის ამბები