საქართველოში კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 64 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში სულ 26588 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება ვაქცინას, გუშინ ქვეყანაში 3707 დოზის ადმინისტრირება მოხდა.