20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის მე-8 ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე ეხება დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტს. 

"2021 წლის 24 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვ.),"- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები