30 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ქუჩების ჩამონათვალი  

26 ნოემბერს,"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 26 ნოემბერს, საღამოს 21:00 სთ-დან 27 ნოემბრის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება, კერძოდ:

"ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, დადიანის, ჟღენტის და თამარაშვილის ქუჩების ნაწილს; მესხის, ჩხიკვაძის, ქებურიას, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ურიდიას, უიარაღოს, კეკელიძის, ნოსტეს, კაჭრეთის, წაღვერის, ასათიანის, ღუდუშაურის, მელაანის, კოდალოს, კისისხევის, ინანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები