ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ოპოზიციის პროტესტს ბათუმის საკრებულოში მორიგი სპექტაკლი უწოდა. მისივე თქმით, ბიუჯეტი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა, ქალაქის ისტორიაში უპრეცედენტოა.
"ეს არის ბათუმის ისტორიაში უპრეცედენტო ბიუჯეტი, როგორც ხარჯვითი ნაწილით, ასევე, აღნიშნული ბიუჯეტი გაზრდილია წინა წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით 103 მილიონი ლარით, ხოლო კორექტირებულ ბიუჯეტთან - 49 მილიონი ლარით. აღნიშნულ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც ჩვენი ქალაქის სამომავლო განვითარებისათვის, მოქალაქეთა სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის და ქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისათვის არის საჭირო.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, დღეს მორიგი სპექტაკლი ვიხილეთ, რაც, ცალსახად, მიუღებელია, ქალაქს სჭირდება განვითარება,"- აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.