დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით საუბრობს. ამირან გამყრელიძე, ამას მწვანე ბარათის ამოქმედებასა და წამახალისებელ კამპანიას უკავშირებს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აცრების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა აიწია, ანუ 10 000-ზე ოდნავ მეტი ვაქცინირებული ფიქსირდება. ასევე, ცოტა დამაიმედებელია ის, რომ იზრდება 60 წელზე ზემოთ მყოფი პირების მიმართვიანობა იზრდება, რაც ნიშნავს, რომ წახალისება გარკვეულად სტიმულს აძლევს ამ ასაკის მოსახლეობას, რომ მივიდნენ და აიცრან. სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც უკვე მიმართავენ აცრებს, როგორც ჩანს "მწვანე პასპორტის" გააქტიურებასთან დაკავშირებით,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 157 პირი. ასევე, ბოლო 24 საათში სულ 10 179 აცრა გაკეთდა.