20 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ოზურგეთში 4 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა - მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

ოზურგეთში, ანასეულის უბანში 4 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა. სამი ქალი და ერთი მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს. სამივე ზრდასრულს რეანიმაციული ჩარევა დასჭირდა. დეზინტოქსიკაციისა და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შედეგად ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.  

რაც შეეხება მცირეწლოვანს, 3 წლის ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.

"კურიერის" ინფორმაციით, გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული ადამიანები, სხვა ოთახში მყოფმა ოჯახის წევრმა აღმოაჩინა და საშველად მეზობლებს დაუძახა.

დღის ამბები