თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ. სააკაშვილის მხარდამჭერებს აღმაშენებლის ხეივანში, საავტომობილო გზის ერთი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.
ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურზე ასული აქციის მონაწილეების ჩამოყვანას მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.