ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებსა და სააკაშვილის უფლებადამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კამათი მიხეილ სააკაშვილის სიტყვის ხანგძლივობას უკავშირდება - ბრალდების მხარემ ექსპრეზიდენტს სიტყვა შეაწყვეტინა, ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია კი მისი ხანგძლივობის 1 საათამდე გაზრდას ითხოვდა.
საბოლოოდ, მოსამართლემ ექსპრეზიდენტს მისცა უფლება, სიტყვა გაეგრძელებინა იმდენ ხანს,მ რამდენი ხანიც მას სურდა.
მოსამართლემ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ამ საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად მიმდინარეობდა წლების განმავლობაში და ექსპრეზიდენტს უფლება აქვს, განცხადება გააკეთოს დროში შეუზღუდავად.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი 7 ნოემბრის საქმეს უკავშირდება.