25 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
რუსთავს ორი ახალი მრავალფუნქციური სკვერი შეემატება - სამუშაოებს ნინო ლაცაბიძე გაეცნო

რუსთავს ორი ახალი მრავალფუნქციური სკვერი შეემატება. მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის ახალი რეკრეაციული სივრცე 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ეწყობა.

მულტიფუნქციურ სკვერში საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საბავშვო გასართობი კუთხეები და სპორტული სივრცეები მოეწყობა. ტერიტორიაზე 350-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

პროექტების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნო. მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია მე-8 მიკრორაიონშიც, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას მოსახლეობა წლების განმავლოაბაში ითხოვდა.

დღის ამბები