20 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმე - დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი 9 მილიონი ლარის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე, სადაც მთავარი ფიგურანტი ყოფილი პრეზიდენტია.

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემა. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.

მე-3 პრეზიდენტის ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 

"განხილვა ეხება ე.წ. პიჯაკების საქმეს. დაცვის მხარეს ბუნებრივია აქვს რამდენიმე შუამდგომლობა სხდომაზე დასაყენებლად მომზადებული. არ ველოდებით, რომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი კომპონენტებისგან შემდგარი მართლმსაჯულება. ეს ცხადია დარჩება პოლიტიკურ პროცესად. ის უბრალოდ გამოყენებული იქნება როგორც ლაკმუსის ქაღალდი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე," - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე. 

დღის ამბები