20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ბრალდება შეთითხნილია, რასაც დავამტკიცებთ სასამართლოზე - თემურ ჯანაშია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს განიხილავენ, რომლის მთავარი ფიგურანტი ყოფილი პრეზიდენტია, ამავე საქმეზე ბრალდებული ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია მივიდა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ამბობს, რომ მათთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, რასაც სასამართლოზე დაამტკიცებენ.  

"ეს არის შეთითხნილი ბრალდება, რასაც დავამტკიცებთ სასამართლოზე. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რამდენად აბსურდულია ეს საქმე," - ამბობს თემურ ჯანაშია. 

 

 

 

დღის ამბები