20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
მოველი, რომ საქართველოში ერთ თვეში დაფიქსირდება ახალი შტამი, შეშფოთების საგანია დაგვიცავს თუ არა ვაქცინა და მედიკამენტები - თენგიზ ცერცვაძე

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი შტამის საქართველოში გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ. ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ ახალი შტამი საქართველოში დაახლოებით 1 თვეში გამოჩნდეს:  

"საქართველოში მოველი რომ ერთ თვეში დაფიქსირდება ახალი შტამი, საქართველო მთვარეზე არ არის და ბუნებრივია ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის. არის შეზღუდვები, მაგრამ ამ შეზღუდვას დიდხანს ვერ დაიცავ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჯერ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროცესი, სანამ გვეცოდინება ვაქცინა მოქმედებს თუ არა, ახალ შტამზე. თუმცა მინიმუმ ერთი თვე, დომინანტი დელტა შტამი იქნება. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რადგანაც ეს 100%-ით იცავს ყველა შტამისგან ადამიანს და თავი ავარიდოთ შეკრებებს. 

დაგვიცავს თუ არა ვაქცინა და მედიკამენტები - ეს გარკვეული შეშფოთების საგანი არის, რადგანაც თანამედროვე ვაქცინები დამიზნებული იყო სწორედ ვირუსის იმ სტრუქტურის გასანეიტრალებლად, რომელშიც ეს ბევრი მუტაციები მოხდვა,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები