20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავის არჩეული შერიფი - მიხეილ სააკაშვილი 

მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს დეცენტრალიზებული. საპოლიციო სისტემა მუნიუციპალურ დონეზე უნდა იმართებოდეს და რეგიიონებს (მაგ. წალენჯიხას) თავისი არჩეული შერიფი უნდა ჰყავდეს. 

"საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური. მაგალითად წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს შერიფი და მაშინ ვეღარ მოხდება ისე, რომ ბათუმში ვიღაცეების დასარბევად ჩაჰყავდეთ ოზურგეთიდან სპეცრაზმი. ეს უნდა იყოს არჩევადი.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ფართო დისკუსია, ქვეყანა ქრება მსოფლიო რუკიდან, უნდა შევთანხმდეთ რომ ელექტრონული არჩევნები უნდა ჩატარდეს. მედია კოდექსი უნდა მიიღონ. 

მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვილი და მთლიანად უნდა შეიცვალოს პროკურატურა.

სუსი უნდა გაუქმდეს, უბრალოდ, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაედოს, დისკოტეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის, ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც, ძაღლის კუდი არ გასწორება, როგორც არის ქართული გამოთქმა

მაგარი მომავალი აქვს საქართველოს. რომ არ გაჩერებულიყო განვითარება 2012 წელს ბულგარეთზე წინ ვიქნებოდით. ქალები კაცები ემიგრაციაში არ წავიდოდნენ. ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება თუ ჩვენ ყველა ერთად ამაზე ვიმუშავებთ,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები