20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
მასამართლებენ როგორც პიჯაკების ქურდს, იმისათვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე... -  მიხეილ სააკაშვილი

საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა. პროცესი 3 საათს გაგრძელდა. აქედან ნახევარი დრო მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დაეთმო.

ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა, პროცესზე თავის მხარდამჭერებს და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართა.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ყველა ხარჯი რომელიც გასწია, ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და იმას, რომ საქართველო კარგად წარმოჩინებულიყო.

"ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, იმისათვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან სადაც მივდიოდი და ვინც ჩამოდიოდა, კარგად დახვედრა, იმიტომ რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსებისთვის ეს გაუგებარია. ესენი რუსები არიან, რუსი თვლის, რომ იქ რომ ჩადიხარ იმ რუსს უნდა ასიამოვნო, აქ რომ ჩამოდიხარ რუსს ასიამოვნო. ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ესენი რუსები არიან, ამათი ყველა ინსტინქტი არის რუსული და ამიტომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა, რას ნიშნავს უკანასკნელის გაღება და გაცემა შენს სტუმარზე და მეგობარზე,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები