ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორში გადაჰყავთ. საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულებულია. პროცესი 3 საათს გაგრძელდა.
ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმე განიხილებოდა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა.
მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი ეტაპირება კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხდება, სადაც ის 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.
სასამართლო პროცესი, რომელიც 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს ეხება დასრულებულია. მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.