ქობულეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველის სხდომის დაწყებამდე, ენმ-ის წევრებმა აქცია პერფომანსი გამართეს.
ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები მერიასთან - "თავისუფლება მიშას" ბანერით და გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძეს ფოტოებით მივიდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ისინი საკრებულოს სხდომებს დაესწრებიან, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და თორნიკე რიჟვაძის მამის წინააღმდეგ სამართლებლივი დავის დაწყება მათი მთავარი მოთხოვნაა.
ქობულეთის ახალი საკრებულოს სხდომა, ამ წუთებში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.