20 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ზუგდიდშიც დატოვეს

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ახლადარჩეულმა საკრებულოს დეპუტატმა, თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა, ისინი არ აპირებენ აბსურდში მონაწილეობის მიღებას. მისივე თქმით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებიც იყო აბსურდი და საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ისინი დღეს არცერთ პროცედურაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

ამასთან, სხდომა დატოვეს გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" გუნდის წევრებმაც.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ახლა შესვენებაა გამოცხადებული. სხდომას "ქართული ოცნების" 20 დეპუტატი გააგრძელებს.

დღის ამბები