20 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
მკვლელობა ქობულეთში - დანაშაულში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია

ქობულეთში კოსტავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. 30 წლამდე მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა დღეს დილით მიაყენეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.

rustavi-2 ინფორმაციით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

შსს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

დღის ამბები