საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია და სასიკეთო ძვრებია ამ მიმართულებით.
"ყურადღებას იპყრობს ლეტალობის მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება კორონავირუსით, არ არის ვაქცინირებული და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები უფრო მეტად გააქტიურდნენ, ამისათვის მათ წამხალისებელი ღონისძიებები გააჩნიათ, რაც ასევე მოტივაცია უნდა იყოს მათთვის.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, აქ უნდა აღინიშნოს სასიკეთო ძვრები, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია და 14 000 მოქალაქე იცრება დღიურად,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.