20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა 1974 წელს დაბადებული კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

დღის ამბები