კორონავირუსის ახალი საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება. სპეციალისტები ამბობენ, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი შტამი საქართველოშიც შემოაღწევს, რადგან ის უკვე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ვაქცინაციის ტემპები შედარებით დაჩქარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან 700 ათასი მოქალაქე არც აცრილია და არც ვირუსი აქვს გადატანილი. მთავარ მოწოდებად ისევ ვაქცინაცია რჩება.
ვინაიდან ახალი შტამი წინა ვარიანტებისგან განსხვავებით მაღალი გავრცელების უნარით გამოირჩევა, სპეციალისტებმა კლინიკურ სექტორის გადატვირთვის საფრთხეებზე საუბარი უკვე დაიწყეს. დღევანდელი მონაცემებით საწოლების 80% უკვე დაკავებულია. პაციენტების დიდი ნაწილი კი ჟანგბად-დამოკიდებული. მაღალია მიმართვიანობა პედიატრიულ განყოფილებებშიც.
სულ მცირე ერთი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 41.9% არის აცრილი. სრულად ვაქცინირებული კი 35.5%, რაც ჯამში მილიონ ადამიანზე მეტია.