03 მაისი 2024,   23:09
ვრცლად
რას ყვებიან თვითმხილველები სანზონაში არასრულწლოვნის მკვლელობაზე? - "ბევრმა ბავშვმა ჩამოირბინა და ერთ-ერთი უცებ დაეცა"

სანზონაში, სადაც 17 წლის მოზარდი მოკლეს, ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა. მათივე თქმით, მოზარდები იმ კორპუსის მაცხოვრებელები არ იყვნენ და ვარაუდობენ, რომ დაჭრაც სხვა ტერიტორიაზე მოხდა. 

"ბევრმა ბავშვმა ჩამოირბინა ერთად, შემდეგ ერთი დაეცა და მეზობლებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს" - აცხადებს ადგილობრივი. 

ასევე ადგილობრივების თქმით, მოზარდს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევას რამდენიმე დღის წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება უძღვოდა წინ.

თბილისში 17 წლის მოზარდი მოკლეს, შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ახლოს მოკლულის, დ.კ.-ს დედა მუშაობდა და მოზარდი მასთან იყო მისული.

"რუსთავი 2-ს" ინფორმაცია შსს-ში დაიდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები