15 წლის დავით კრავეიშვილის მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭი, რომელიც გუშინ მისივე თანატოლებმა მოკლეს, სრულიად უკონფლიქტო იყო და უჭირთ დაჯერება, რომ მოზარდს ვინმესთან დაპირისპირება ჰქონდა.
მისი ახლობლები ამბობენ, რომ ბიჭი სანზონაში, ნაქირავებ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდა, მამა კი გარდაცვლილი ჰყავდა.
"თუ ვინმესთან მაგას საერთოდ კონფლიქტი ჰქონდა, ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი თბილი ბავშვი იყო. მოხუცებს ისე გვაფასებდა, ზედ გვევლებოდა, ისეთი ძალიან კარგი ბავშვი იყო..." - ჰყვება გარდაცვლილის მეზობელი.
სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც დავით კრავეიშვილი სხვა მოზარდებთან ერთად არის დაფიქსირებული. საქმეზე დაკავებულია 2 პირი, თუმცა, არ არის გამორიცხული, დაკავებულების რაოდენობა გაიზარდოს.