25 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
ბელგიაში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ბელგიაში საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ბრიუსელში 8 ათასამდე მოქალაქემ COVID-19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის ბარიკადების გარღვევა სცადეს, მათ სამართალდამცავებს პიროტექნიკა და ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი, დაკავებულია 20 დემონსტრანტი.

დღის ამბები