20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
53 გარდაცვლილი და 4226 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 55 130  კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 673, ხოლო PCR ტესტით - 21 457.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,67%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,31%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,96% შეადგინა. 

სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 264 582 აცრა, ხოლო 7 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 943 შეადგინა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 39 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 371 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 189 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 875 806 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 817 963, ვირუსს ემსხვერპლა 12 519 ადამიანი.

დღის ამბები