24 იანვარი 2022,   18:26
ვრცლად
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია დღეს 8 საათის განმავლობაში შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე უბანს 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, დემეტრე თვდადებულის, შაქარაშვილის და ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, სახოკიას, შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მაისურაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, მონადირის, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და ახალმოწამეთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭვჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ახმეტელის, დარიალის, ტაბიძის, რაზმაძის,  აბაშიძის, ბარნოვის, კავსაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები