ქორწილი კოვიდრეგულაციების დარღვევით. ბათუმში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის შეუღლება აღნიშნეს, რომელსაც პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ.
მრავალრიცხოვან სუფრაზე პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ აქციიდან მივიდნენ, სადაც გარდაცვლილი კოლეგის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით აჭარის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს.
ქორწილის სუფრის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, როგორ ერთობიან სტუმრები სიმღერაზე - "მიშა მაგარია". ჩართული იყო, ე.წ. LIVE-იც თუმცა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო რეაგირება შრომის ინსპექციას არ მოუხდენია.