19 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
როგორ მუშაობს გორის რაიონული სასამართლო - "სასამართლოს გუშაგის" მონიტორინგი

როგორ მუშაობს გორის რაიონული სასამართლო - მონიტორინგი საქართველოს "სასამართლოს გუშაგმა" ჩაატარა. შედეგები მედის წარმომადგენლებს ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილი გააცნო.

"ცივილიზებული ფორმა ურთიერთობის საზოგადოებისა და სასამართლოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და, იმედი მაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება სხვა სასამართლოებშიც. გორის მაგალითმა აჩვენა, რომ შესაძლებელია, იმის რესურსი არსებობს, რომ სასამართლო ითვალისწინებდეს საზოგადოების ითვალისწინებდეს, იღებდეს საზოგადოების დაკვირვებებს მხედველობაში და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, იმედი მაქვს, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავაგრძელებთ ამ ტიპის საქმიანობას,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

დღის ამბები