იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახალი შტამი - "ომიკრონი" ადამიანს მარტივად აინფიცირებს და ის მარტივად გადამდებია.
ჩხაიძე საზოგადოებას ჯანმოს რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვითაც ბუსტერ დოზების ადმინისტრირება უნდა გაძლიერდეს:
""ომიკრონი" უფრო იოლად აღწევს უჯრედში და შესაბამისად, უფრო იოლად აინფიცირებს ადამიანს. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ შეშფოთების ვარიანტზე, პირველი შემადგენელი ნაწილია ის, არის თუ არა ეს ვარიანტი უფრო მარტივად გადამდები - ამაზე პასუხი კი დადებითია. აქედან გამომდინარე კი, ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ის ზომები, რასაც ჯანმო გასცემს. აქ კი ყველაზე მთავარია ის მკაცრი რეკომენდაცია, რომ ბუსტერ დოზების ადმინისტრირება გაძლიერდეს,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.