30 აგვისტო 2026,   04:58
ვრცლად
ანსამბლი "ბასიანი" 20 წლის გახდა 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლ "ბასიანის" 20 წლის იუბილე აღინიშნა - საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სანოტო კრებულის პრეზენტაცია. კრებულში შესულია სახელოვანი შემსრულებლისა და ლოტბარის, ვლადიმერ ბერძენიშვილისა და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს სანქტ-პეტერბურგში ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია - გურული სიმღერის 48 ნიმუში.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ასევე ანსამბლ "ბასიანის" შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი იხილეს. საღამოს თეა წულუკიანიც ესწრებოდა. მინისტრის თქმით, ანსამბლს უწყების მხარდაჭერა მომავალშიც ექნება. 

დღის ამბები