20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
პანსიონის მშენებლობა, სადაც ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები უნდა განთავსდნენ, ამ დრომდე არ დაწყებულა - რა არის მიზეზი

სამცხე-ჯავახეთში ამ დრომდე არ დაწყებულა მცირე ზომის პანსიონის მშენებლობა, სადაც ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები უნდა განთავსდნენ. პროცესს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდება.

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის განცხადებით, მათი ბოლო ვიზიტი ნინოწმინდაში 22 ნოემბერს იყო. მისივე განმარტებით, პანსიონში ამ დრომდე 15 ბავშვი რჩება, რაც საკმაოდ ბევრია.

მშენებლობასთან დაკავშირებით ნინოწმინდის პანსიონში კომენტარი არ კეთდება, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, მიზეზი, რატომაც არ იწყებენ მშენებლობას, მძიმე კლიმატური პირობებია. 3 ახალი შენობის მშენებლობას სამცხე-ჯავახეთში, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყებენ.

დღის ამბები