20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ნიღბების ტარება და თავშეყრის ადგილებისგან გარიდება - ექიმები პანდემიის შეკავების მთავარ საშუალებებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ

კიდევ 36 გარდაცვლილი, 2 922 ახალი შემთხვევა, 4 999 გამოჯანმრთელებული - ეს ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკაა. ლეტალობის და ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ვითარება კვლავ მძიმეა. მძიმე პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილები კლინიკებში ყოველდღიურად მცირდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე საზოგადოებას მოუწოდებს, უნიღბო ადამიანის ნახვის შემთხვევაში მიუთითონ მას, გაიკეთოს ნიღაბი. რაც შეეხება მრავალრიცხოვან თავყრილობებს, დევი ტაბიძის განცხადებით, თავად მოქალაქეებმა უნდა დაარეგულირონ აღნიშნული პრობლემა და მსგავს თავყრილობებზე არ გამოცხადდნენ.

"ადამიანმა, როდესაც დაინახავს უნიღბო ადამიანს, უნდა მიუთითოს მას და უთხრას, რომ გაიკეთოს ნიღაბი. როდესაც ასეთი დიდი თავყრილობები იმართება, თვითონ უნდა გააკონტროლონ ადამიანებმა და მოქალაქეებმა, რომ თვითონ არ მივიდნენ ამ თავყრილობებზე. ახლა ახალი წელია, ნაძვის ხეებია, პარკებში მორთულობები იქნება და ა.შ. მესმის, რომ ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რათა ბავშვები მივიყვანოთ, ადამიანები, ახალგაზრდები გაერთონ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი და არ უნდა დავდგეთ იმის წინაშე, რომ ასეთი შეკრებები შემდგომში მოგვცემს მატების ციფრებს," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

როგორც პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი "კურიერთან" აცხადებს, კლინიკებში სამედიცინო პერსონალის რესურსი იწურება. მისივე განმარტებით, თუ ინფიცირების რაოდენობამ არ იკლო, პანდემია ქვეყანაში კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.  

დღის ამბები