24 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
ქობულეთში სამი ადამიანი დაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში ე.წ. ქუჩური გარჩევის დროს, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცივი იარაღით რამდენიმე პირი დაჭრეს. 

ქობულეთის "ევექსის" ჰოსპიტლის დირექტორის განცხადებით, სამი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში  ნახევარი საათის წინ შეიყვანეს, რომლებსაც დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებათ. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაპირისპირება ციტრუსის ჩაბარების საკითხს მოჰყვა. ინციდენტის სხვა დეტალების გარკვევას "რუსთავი2" ამ წუთებში ცდილობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები