20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ქობულეთში მცხოვრები ოჯახი, მათ მიწაზე გამავალი "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" კუთვნილი მილის დემონტაჟს ცდილობდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში მცხოვრები სოსო ქათამაძე და მისი ოჯახის წევრები, ოჯახის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო ნაკვეთზე გამავალი იმ მილის დემონტაჟს ცდილობდა, რომელიც "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ", წლების წინ, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე გაიყვანა.

ქათამაძეებს ბუნებრივი აირის მაღალი წნევის მილის დემონტაჟის შესაძლებლობა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მათი განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მაშინ მივიდნენ,როდესაც "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მილის გაყვანის სანაცვლოდ კომპენსაციას შეჰპირდა, თუმცა, როგორც ქათამაძეები აცხადებენ, მათ კორპორაციისგან არანაირი თანხა არ მიუღიათ.

ასევე, ამბობენ, რომ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებას ვერ ახერხებენ, რომელსაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის იყენებდნენ.

ქათამაძეები "ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან" ერთი კვირის ვადაში ადგილმონაცვლეობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მილის დემონტაჟით იმუქრებიან.

დღის ამბები