თბილისის საქალაქო სასამართლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე მსჯელობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად ჯგუფურად ბასრი საგნით მკვლელობის განზრახვით, დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. დაცვის მხარე კი არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს.
მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის თქმით, სასამართლოში ორი მოწმიდან, ერთ-ერთი ერთი გამომძიებელია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა - 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. საქალაქო სასამართლომ 3 წლის შემდეგ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეუფარდა.