30 აგვისტო 2026,   03:10
ვრცლად
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბრალდებული იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ ღირსების შემლახველ და დამამცირებელ დასჯის მეთოდებს იყენებდა.

ის სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 აპრილს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით კი სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დღის ამბები