20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება მთლიანად სავსეა - ლევან გოფოძე

ომიკრონის საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება. სპეციალისტები ახალი შტამის მაღალი რეინფიცირების რისკებზე საუბრობენ. ეპიდემიოლოგების შეფასებით, თუ კვლევებმა დაადასტურა, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტზე უფრო აგრესიულია, პანდემია განახლდება და კიდევ ერთი ძლიერი ტალღა გველის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რიცხვი მაღალია და სრულად სავსეა რეანიმაციული განყოფილება. 

"შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსე არის რეანიმაციული განყოფილება, რაც არის ძალიან დიდი გამოწვევა თითოეული ჩვენგანისათვის და მძიმე პაციენტების ასეთი მაღალი რიცხვი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება. ახალი შტამი, რომელიც ვრცელდება მთელს მსოფლიოში ომიკრონის სახელით, ახალი გამოწვევების წინაშე რომ დაგვაყენებს, ფაქტია. ამ შტამის მართვა განსაზღვრულ ცვლილებებს შემოიტანს ჩვენს გაიდლაინებში,"-განაცხადა ლევან გოფოძემ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს,რომ მე-5 ტალღიდან მე-6 ტალღაზე გადასვლა ძალიან სწრაფად მოხდება.

"ომიკრონი ძალიან სწრაფად შემოვა, გავრცელება იქნება სწრაფი და დიდი რაოდენობით, მოცვა იქნება ძალიან მაღალი. გავრცელების ამ რისკებიდან ერთადერთი თავდაცვის საშუალება არის, რომ მას არ შევხვდეთ 42-43%-იანი აცრილების რაოდენობით,“-განაცხადა დევი ტაბიძემ.

დღის ამბები