ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. რა განაჩენს გამოუტანს ფულის გათეთრებაში ბრალდებულებს მოსამართლე, ეს, სავარაუდოდ, დღეს, ან უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი.
ამ წუთებში, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს დასკვნით სიტყვას წარადგენს, რა დროსაც განაცხადეს, რომ სასამართლო ვერ შეძლებს იმ ფულის გათეთრება დაამტკიცოს, რომელიც "ისედაც იყო თეთრი".
ბრალდებულებს 16 მილიონზე მეტის გათეთრებას ედავებიან.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არანაირი დარღვევა, მათ შორის, ფულის გათეთრება საქმეში არ ყოფილა.
"ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ერთხელ და საბოლოოდ ვიტყვი, რომ არანაირი დარღვევა, არა თუ ფულის გათეთრება, ამ საქმეში არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. რატომ გაიწელა ეს ყველაფერი სამი წელი? გაიწელა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ებრძვიან წარმატებას, აქ ებრძვიან იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს ადვოკატები საზოგადოებას აჩვენებენ, რამდენად აბსურდულია მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმე,.
"მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის და დღეს იქნება ბოლო სხდომა, როდესაც ჩვენმა ადვოკატებმა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, მოსამართლეს, ყველა ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ამ პროცესით, თუ რაოდენ გამორჩეულად აბსურდულია ეს დევნა," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.