20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, ავიცრათ რომ ჩვენს ახლობლებს არ მოუწიოთ ჩვენი გამოტირება - პაატა იმნაძე

53 გარდაცვლილი და 2 784 ინფიცირებული საქართველოში ეპიდვიტარება ისევ საყურადღებოა. "ომიკრონის" გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება თუმცა, ლუგარის ლაბორატორია 10 საეჭვო შემთხვევას ისევ იკვლევს. პასუხებს რამდენიმე დღე დასჭირდება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას ლეტალური შემთხვევის თავიდან ასარიდებლად აცრისკენ მოუწოდებს:

"მიმაჩნია, რომ არასაკმარისია ეს ტემპი ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებს, ავიცრათ იმისათვის, რომ ჩვენ ახლობლებს არ მოუწიოთ ჩვენი გამოტირება. მოწოდება ეს არის ისევ პირბადე, რომელიც იცავს "ომიკრონისგანაც" და სხვა ვარიანტებისგანაც. ადამიანები უნდა აიცრან, დღეს ეს არის მთავარი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რომ კვლავ მაღალი რჩება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს,

"ჯერ კიდევ რთული სიტუაცია რჩება საქართველოში, სამი ათასზე მეტი შემთხვევა თითქმის ყოველდღიურად გვაქვს, რაც საქართველოსთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენდა სამწუხაროდ არ მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამედიცინო პერსონალში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება ამის საწინააღმდეგოდ. რას ველით, ახლა ძნელია რამის პროგნოზირება," - განაცხადა ლევან გოფოძემ

დღის ამბები